წყაროსთავის მონასტერი

წყაროსთავის ტაძარი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, სოფელ წყაროსთავთან (ქაროსთავ) (Karostav), მდინარე კარჩხალის ხეობაში. მონასტერი დაარსა ილარიონმა, რომელიც შემდგომ ,,კათალიკოს იქმნა მცხეთას”. წერილობითი ცნობები მოწმობს, რომ სავანე სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნის განმავლობაში აქ მოღვაწეობდნენ ღვთისმეტყველი ექვთიმე გრძელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დამაარსებელი გიორგი-პროხორე, ეგნატე ხუცესმონაზონი. წყაროსთავიდან მომდინარეობს XII-XIII საუკუნეთა … ვრცლად წყაროსთავის მონასტერი